გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ასპინძის მუნიციპალიტეტში, შპს „ჰიდრო პ. ჯორჯიას“ მიერ მდინარე მტკვარზე 7 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის („ასპინძა ჰესის“) მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 ივლისის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5976
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2023 წლის 5 ივლისს, 11:00 სთ-ზე, მისამართი: დაბა ასპინძის კულტურის სახლის შენობა.
2. 2023 წლის 5 ივლისს, 14:00 სთ-ზე, მისამართი: სოფ. ხიზაბავრას კულტურის სახლის შენობა.