გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. მარაბდაში, შპს „თი ეს გრუპის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6005
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 27 ივლისს, 13:00 საათზე. მისამართი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობა.