გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
მარტვილის მუნიციპალიტეტში, შპს „ლესულუხეჰესის“ მდ. წაჩხურზე 5,0 მგვტ სიმძლავრის „ლესულუხე ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6016
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 24 ივლისს, 15:00 საათზე. მისამართი: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. სალხინოს საჯარო სკოლის შენობა.