გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6033
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 13 ივლისს, 13:00 სთ-ზე, მისამართი: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.