შპს „აი ჯი ენერჯი“-ს მდ. მულხურაზე 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6061
დამატებით გაცნობებთ, რომ 2023 წლის 4 ივლისს შპს „აი ჯი ენერჯის“ მიერ, სააგენტოში წარმოდგენილ იქნა N6194 განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია ითხოვს საჯარო განხილვების გამართვას 2023 წლის 20-21 ივლისს.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2023 წლის 20 ივლისს, 12:00 სთ-ზე, მისამართი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.
2. 2023 წლის 20 ივლისს, 15:30 სთ-ზე, მისამართი: ლენჯერის თემის პირველი საჯარო სკოლის შენობა.
3. 2023 წლის 21 ივლისს, 11:00 სთ-ზე, მისამართი: ლატალის თემის კულტურის სახლის შენობა.