გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” კასპის ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა და ალტერნატიული საწვავის გამოყენება) პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1339
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 24 თებერვალს, 14:00 საათზე. მისამართი: ქ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.