დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
მცხეთის მუნიციპალიტეტში შპს „ჯეო ფაუერი“-ს მიერ 15.7 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ძეგვი ჰესი“-ს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 სექტენბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - http://ei.gov.ge/
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 15 აგვისტოს, 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.