დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში:
კასპის მუნიციპალიტეტში შპს ,,მეგა ჰოლდინგის“ მდ. მტკვარზე სასარგებლო წიაღისეულის ( 862 002 მ 3 ქვიშა-ხრეში) მოპოვება
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 25 აგვისტო, 12:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის მერია
• 2023 წლის 25 აგვისტო, 15:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომის ადმინისტრაციული ერთეული
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.