გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
ლენტეხის მუნიციპალიტეტში შპს „აკვაპოინტი“-ს მდ. ხოფურზე 5 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ხოფური 1 ჰესი“-ს მშენებლობა-ექსპლუატაციისა და 35 კვ ეგხ-ის გაყვანის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 23 აგვისტო, 12:00 საათი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ხოფურის ადმინისტრაციული ერთეული
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.