გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ქ.გურჯაანში პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 11 აგვისტო, 15:00 საათი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.