ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს პირველის გორის მუნიციპალიტეტში, 110 მგვტ. სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის და 220/35 კვ. ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, გორი, სოფ. ქვახვრელი, სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

გორის მუნიციპალიტეტში, 110 მგვტ. სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის და 220/35 კვ. ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2023 წლის 23 აგვისტოს 11:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შავშვების  ადმინისტრაციის შენობა
2023 წლის 23 აგვისტოს 14:30 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეღდულეთის რიტუალების სახლი
2023 წლის 24 აგვისტოს 12:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერბუკის საჯარო სკოლის შენობა
2023 წლის 24 აგვისტოს 15:30 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.