დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში, შპს „ლევ 2019“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პიროებების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - http://ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
2023 წლის 14 სექტემბერს 12:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, მის.: ქ. რუსთავი კოსტავას გამზირი N20
2023 წლის 14 სექტემბერი 14:00 საათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თაზაქენდის საჯარო სკოლის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს