გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტი ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილისა და შქერნალის განვითარების გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ
დაგეგმილი სტრატეგიული დოკუმენტის სგშ ანგარიშთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები საზოგადოებას შეუძლია წარუდგინოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - http://ei.gov.ge
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
2023 წლის 26 სექტემბერს, დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N1
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.