გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
საავტომობილო გზების დეპარტამენტის E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა) ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 31 აგვისტოს 11:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2023 წლის 31 აგვისტოს 15:00 საათზე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2023 წლის 1 სექტემბერს 11:00 საათზე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ.არაგვისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2023 წლის 1 სექტემბერს 15:00 საათზე დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვა გაუქმებულია!!!