ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს „RMG Copper“-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (საწარმოს წარმადობის გაზრდა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა) პროექტი

ქვემო ქართლი, ბოლნისი, დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი დაბა კაზრეთი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

სს „RMG Copper“-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (საწარმოს წარმადობის გაზრდა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა) პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 3 ოქტომბერი, 12:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის საზოგადოების ცენტრის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.