გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ენერჯი სოლუშენს 2“-ის სოფ. იაღლუჯას მიმდებარედ 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელ. სადგურისა და 110 კლვტ-იანი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 15 სექტემბერი, 14:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში (მის: რუსთაველის ქ. N71ბ)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.