გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
E-70 საერთაშორისო გზის ქ. ბათუმის შემოვლითი - სარფის (თურქეთის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - http://ei.gov.ge/ka/info/1908433e-45e6-4a9a-a082-877806935f3c
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 25 სექტემბერი, 14:30 საათი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
• 2023 წლის 26 სექტემბერი, 11:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭარნალის კულტურის სახლის შენობა
• 2023 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.