გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ბ.პ.ჰესის“ მიერ ვანის მუნიციპალიტეტში მდ. სულორზე 4.8 მგვტ სიმზლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის და 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის გაყვანის პროექტის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - http://ei.gov.ge/ka/info/b0109793-407d-4445-a352-2e2dff6b2972
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტი სოფ. სულორის საჯარო სკოლის შენობაში
• 2023 წლის 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტი სოფ. სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2023 წლის 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტი სოფ. დიხაშხოს საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.