გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „მშენებელი 2004“-ის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - http://ei.gov.ge/ka/info/009781f5-aad6-4c7c-ace0-b74d1c071d5c
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 26 ოქტომბერს 12:00 საათზე ქ. რუსთავის მერიის შენობაში (მის: მ. კოსტავას გამზირი N20)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.