გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შპს „აგრო ჯონდის“ მიერ სამელიორაციო სისტემისა და წყალშემკრები ჰიდროტექნიკური ნაგებობის (მუშა მოცულობა 15 000 კუბ.მ.) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 31 ოქტომბერს,13:00 საათზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: დედოფლისწყარო, კოსტავას ქ. N44)
• 2023 წლის 31 ოქტომბერს, 15:30 საათზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.