გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge/ka/info/88874b2e-c238-41f0-b226-e15a3dd88959
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 30 ოქტომბერი,14:00 საათი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის წავკისი, შინდისი, ტაბახმელას საუბნო სამსახურის შენობა (მის.:ტაბახმელა, თბილისი-კოჯრის გზატკეცილი N25)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.