ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

სამეგრელო და ზემო სვანეთი, ხობი, სოფ. ყულევი, ყულევი, იმედის ქუჩა N180

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - http://ei.gov.ge/ka/info/82c8cf08-d516-408f-b4f4-4d781ddcfb91

 დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

  • 2023 წლის 2 ნოემბერი, 15:00 საათი, ხობის მუნიციპალიტეტი, ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლის შენობა (მის.: ყულევი, იმედის ქუჩა N180)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.