ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ მიერ 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, გორი, სოფ. ქვახვრელი, გორის მუნიციაპლიტეტი სოფელი ქვახვრელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ მიერ 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -http://ei.gov.ge/ka/info/f153088c-4506-4680-a5ad-64bcb4a2a1aa 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

 2023 წლის 28 ნოემბერი, 12:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგოზას საჯარო სკოლის შენობა;

 2023 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის შენობა;

 2023 წლის 29 ნოემბერი, 11:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

 2023 წლის 29 ნოემბერი, 14:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის შენობა (მის: მშვიდობის ქ. N12ა)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საჯარო განხილვები გაუქმებულია !!!!!