ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქ. სამტრედიაში 2900 მ3 ტევადობის (24 000 მ3 წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

იმერეთი, სამტრედია, ქ. სამტრედია, ქ. სამტრედია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქ. სამტრედიაში 2900 მ3 ტევადობის (24 000 მ3 წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -http://ei.gov.ge/ka/info/254e41fe-b278-4f8d-bcff-7fd0eea06ed7    

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 6 დეკემბერს 13:00 საათზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში(მის: რესპუბლიკის ქ. N 6)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.