ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „რიცეულაჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ამბროლაური, სოფ. სადმელი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სადმელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „რიცეულაჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -http://ei.gov.ge/ka/info/e0a45f8d-040c-4768-9d4e-703ad2ef04d4 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 8 დეკემბერს 14:00 საათზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.