გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ფეროშენადნობთა საწარმოს ექსპლუატაციის პირობების (წარმადობის გაზრდა) ცვლილების და 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ნახშირღელეს“ გაყვანის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2564
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2023 წლის 29 მარტს, 13:30 სთ-ზე, მისამართი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2. 2023 წლის 29 მარტს, 16:00 სთ-ზე, მისამართი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
3. 2023 წლის 30 მარტს, 14:00 სთ-ზე, მისამართი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.