გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2603
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 21 აპრილს, 12:00 საათზე. მისამართი: ქ. წნორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა (თავისუფლების ქ. N 11).