გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
რუსთავის მუნიციპალიტეტში, შპს ,,ლევ 2019-ის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2598
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2023 წლის 3 აპრილს, 13:00 სთ-ზე, მისამართი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.
2. 2023 წლის 7 აპრილი, 15:30 სთ-ზე, მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. თაზაქენდის საჯარო სკოლის შენობა.