გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
ქ. რუსთავში შპს „რეციკლინგის" სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების და აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 11 მაისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/3624
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 26 აპრილს, 14:00 საათზე. მისამართი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (კოსტავას გამზირი N20).