გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს
ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
გზშ-ის ანგარიში იხილეთ ქვემოთ :
ქ. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, შპს „აზა კარბონის“ ნავთობის კოქსის კალცინირების საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 18 ნოემბერს 16:00 სთ-ზე. მისამართი: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (დავით აღმაშენებელის ქ. N12).