ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში

მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგი, სოფ. გორისციხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორისციხე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს:

შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/2a2bcd36-24a7-4379-bbe8-9cb796d3c078

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2023 წლის 27 ნოემბერს 16:00 საათზე სოფ. გორისციხის რიტუალების სახლის შენობაში

2023 წლის 28 ნოემბერს 13:00 საათზე სოფ. სიონის რიტუალების სახლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო განხილვები გადაიდო!!!