ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახიფათო ნარჩენების (დარიშხანშემცველი ნარჩენები) განთავსების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ლენტეხი, სოფ. მელე, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფ მელე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახიფათო ნარჩენების (დარიშხანშემცველი ნარჩენები) განთავსების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 24 იანვრის  ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -https://ei.gov.ge/ka/info/5cbc4ec2-3412-4eb6-a7f8-9a30031c9bed 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 28 დეკემბერი, 11:00 საათი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფ. მელეს საჯარო სკოლის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.