გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს ,,განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანიის’’ მიერ ონის მუნიციპალიტეტში, მდ. ჯეჯორაზე 15.23 მგვტ. სიმძლავრის სორგითი 1 და 15.56 მგვტ. სიმძლავრის სორგითი 2 ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/8724abe9-de12-4f34-aad6-ed112ff77fe5
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 13 დეკემბერს 11:00 საათზე ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2023 წლის 13 დეკემბერს 15:00 საათზე ონის მუნიციპალიტეტის სოფ. პიპილეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.