გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს "მშენებელი 2020"-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ასფალტის საწარმოო ხაზის დამატება) პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/3f504db1-778e-4a9c-a6f2-a89b422392ba
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 27 დეკემბერს 14:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუმის საბავშვო ბაღის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.