გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს "პირველის" მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 112.5 მგვტ. სიმძლავრის შპს „პირველის“ ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 220/35 კვ ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/7e63287e-f0b3-4f5d-ad45-026fc1034970
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 26 დეკემბერს 12:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2023 წლის 26 დეკემბერს 14:30 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზეღდულეთის რიტუალების სახლის შენობაში
• 2023 წლის 27 დეკემბერს 13:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბერბუკის საჯარო სკოლის შენობაში
• 2023 წლის 27 დეკემბერს 15:30 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.