გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს სტანდარტის მიერ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავება) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/64ac08f1-a194-457c-bc79-a7503a3370cb
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 10 იანვარს 12:00 საათზე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: კოსტავას ქ. N20)
• 2024 წლის 10 იანვარს 12:00 საათზე ონლაინ ფორმატში - https://us06web.zoom.us/j/87290160150 Meeting ID: 872 9016 0150
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.