ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ. სამტრედიაში საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია

იმერეთი, სამტრედია, ქ. სამტრედია, სამტრედიის მუნიციპალუტეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ. სამტრედიაში საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/4cd854c5-738d-4368-8e32-04fce0be54c1            

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2024 წლის 11 იანვარი, 13:00 საათი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: რესპუბლიკის ქ. N6)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.