გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „თოდუას კლინიკის“ მიერ ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. N13 გ-ში თხევადი სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფის დანადგარის მოწყობის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 17 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/1bb2b92d-2e6b-4369-b291-aee77a689ca8
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 12 იანვარს 12:00 საათზე დიდუბის რაიონის გამგეობის შენობაში (მის: ბელიაშვილის ქ. N1)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.