გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს:
ი/მ „თემურ ხომასურიძის" მიერ შესაფუთი მეორადი მასალის გადამამუშავებელი საწარმოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელება
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარდგენილ იქნა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/1572f6bd-5551-4fc2-b851-3489f1eeda4d
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 19 თებერვალს 13:00 საათზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: ა. წერეთლის ქ. №11)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.