გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „მტკვარი ჰესის“ მიერ ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 22 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/9a53724a-e6e3-4bba-a85d-78f25fffb99f
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:
• 2024 წლის 29 თებერვალს 15:00 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში
• 2024 წლის 1 მარტს 11:00 საათზე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.