ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ფაზისი ენერჯი და იენიგუნის“ მიერ კასპის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე 35.64 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის „მეტეხი ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, კასპი, სოფ. თელიანი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. თელიანი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ფაზისი ენერჯი და იენიგუნის“ მიერ კასპის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე 35.64 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის „მეტეხი ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/2a3e3290-8590-46d9-a55f-84030304c899           

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება: 

2024 წლის 21 თებერვალს 12:00 საათზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში


2024 წლის 21 თებერვალს 15:30 საათზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში


2024 წლის 22 თებერვალს 12:00 საათზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. დოესის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.