ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „მემული ჰესის“ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში მდ. ცხვანდირზე 11.01 მგვტ დადგმული სიმძლავრის მემული ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია

სამეგრელო და ზემო სვანეთი, მესტია, ჭუბერის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი, ჭუბერის თემი, სოფ. ყარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „მემული ჰესის“ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში მდ. ცხვანდირზე 11.01 მგვტ დადგმული სიმძლავრის მემული ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/2961a4a5-e00e-4a68-8763-95d935a45c74   

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2024 წლის 20 მარტს 16:00 საათზე მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის სოფ. ყარის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.