გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ. ქუთაისში საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/82840ad3-f7eb-4fb3-b213-85e42c7a0a4f
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:
• 2024 წლის 12 მარტს 13:00 საათზე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: რუსთაველის ქ. N3)
• 2024 წლის 12 მარტს 16:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.