ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანიის“ მიერ ონის მუნიციპალიტეტში 15,23 მგვტ. სიმძლავრის „სორგითი 1“ და 15,56 მგვტ. სიმძლავრის „სორგითი 2“ ჰესების კასკადისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ონი, სოფ. ირი, ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. ირი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანიის“ მიერ ონის მუნიციპალიტეტში 15,23 მგვტ. სიმძლავრის „სორგითი 1“ და 15,56 მგვტ. სიმძლავრის „სორგითი 2“ ჰესების კასკადისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/8724abe9-de12-4f34-aad6-ed112ff77fe5       

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:

 2024 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე ონის მუნიციპალიტეტის სოფ. პიპილეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

 2024 წლის 2 აპრილს 15:00 საათზე ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.