გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სოფელ ბალდის მიმდებარე მონაკვეთი - ანძები N66-დან N108-ის ჩათვლით - 14.8 კმ)
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/0762f69c-42c8-441e-bd42-bf302796c60e
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:
• 2024 წლის 4 აპრილს 16:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 5 აპრილს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს კულტურის სახლის შენობაში
• 2024 წლის 5 აპრილს 15:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალდის საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.