გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
ქ. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/f61093b3-f11d-4425-9be2-757c8cc8e11f
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
· 2024 წლის 15 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის N12)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.