ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქობულეთი, სოფ. საჩინო, სოფ. საჩინოს საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის  4 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

2024 წლის 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2024 წლის 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობაში
2024 წლის 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2024 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2024 წლის 1 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საჩინოს საჯარო სკოლის შენობაში
2024 წლის 1 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.