გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ალუ ქასტინგ ჯორჯიას“ მიერ ნარჩენების აღდგენის (ალუმინის ჯართისგან ალუმინის სხმულების წარმოების) საწარმოს და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/684e71da-a8f9-475c-8154-e4bb36b48c52
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2024 წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 13 ნოემბერს, 15:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.