გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
გზშ-ის ანგარიში იხილეთ ქვემოთ :
სენაკის მუნიციპალიტეტში, ინდ. მეწარმე ირაკლი ტყებუჩავას პოლიეთილენის ნარჩენების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 3 იანვრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 16 დეკემბერს 15:00 სთ-ზე. მისამართი: სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ზანას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.