ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

განცხადება სკოპინგის შესახებ

იმერეთი, ქუთაისი, ქ. ქუთაისი, ქ. ქუთაისი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს.
დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

სკოპინგის ანგარიშები იხილეთ ქვემოთ:

ქ. ქუთაისში, შპს „ბაჯოს“ ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33419 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 30 ნოემბერს, 13:00სთ-ზე, მისამართი: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №3).

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯონოულზე 32 მგვტ სიმძლავრის „ჯონოული - 2“ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33422 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბერს, 15:30სთ-ზე, მისამართი: ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩქუმის საჯარო სკოლის შენობა.

ონის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩვეშურაზე 8.867 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ჩვეშურაჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33435 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 30 ნოემბერს, 11:00სთ-ზე, მისამართი: სოფ. ღების სარიტუალო დარბაზი.